მთავარიაზიაირანიირანის ანტისამთავრობო დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები მთელ ევროპაში იმართება

ირანის ანტისამთავრობო დემონსტრანტების მხარდამჭერი აქციები მთელ ევროპაში იმართება

ჰოლანდიაში ასობით დემონსტრანტი სოლიდარობის ნიშნად პარლამენტისკენ გაემართა. ორ კვირაზე მეტია, რაც  22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ირანში   საპროტესტო აქციები ეწყობა.

მაჰსა ამინი პოლიციამ დააკავა იმ კანონის დარღვევის გამო, რომელიც ქალებს ჰიჯაბისა და მოკრძალებული სამოსის ტარებას ავალდებულებს.

იტალიაში Maxxi-ის სტუმრებმა თავიანთი თმის სამაგრები ყუთში ჩააწყვეს და რომის თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ეროვნულ ცენტრში დატოვეს. ამით მათ  ირანელი ქალებისადმი სოლიდარობა გამოხატეს.

თმის სამაგრებით სავსე ყუთი იტალიაში ირანის საელჩოს  გადაეცემა.

სტრასბურგში, ევროპარლამენტშიც კი, როდესაც ირანის საპროტესტო აქციებზე დებატები მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა თმა შეიჭრა და ირანელი ქალების მიმართ ძალადობის შეწყვეტა მოითხოვა.

“…სანამ ირანში  ქალები არ გათავისუფლდებიან, ჩვენ თქვენთან ერთად ვიდგებით. (სპარსულად) “ზან, ზენდეგი, აზადი”. თავისუფლება ქალებს”, – მიმრთა ევროპარლამენტარმა აბირ ალ-საჰლანიმ.

პარიზში კი ფრანგმა დეპუტატებმა და მინისტრებმა ეროვნულ ასამბლეაში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გარდაცვლილთა ხსოვნას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend