მთავარი მსოფლიო Depeche Mode ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს

Depeche Mode ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს

ბრიტანული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი, Depeche Mode ახალ ალბომსა და მსოფლიო ტურნეს აანონსებს.
ეს ჯგუფის პირველი ტურნე იქნება ერთ-ერთი დამფუძნებლის, ენდრიუ ფლეტჩერის გარდაცვალების შემდეგ.

ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე ჯგუფის წევრებმა, მარტინ გორიმ და დეივ გეენიმ  ახალ ალბომზე ისაუბრეს, რომელსაც Memento Mori ეწოდება, რაც ქართულად ასე ჟღერს „გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“.

ეს ჯგუფის მე-15 ალბომია. მისი სახელი ფლეტჩერის გარდაიცვლებამდე შეარჩიეს.

“ეს მარტინ გორის იდეა იყო. მკითხა, რას ფიქრობ ალბომს Memento Mori რომ დავარქვათო. ეს სახელი მაშინვე მომეწონა, რადგან თანხვედრაში იყო ალბომის ხასიათთან. სამწუხაროდ, წელს ენდრიუ ფლეტჩერი გარდაიცვალა, მან ახალი სიმღერების მოსმენაც ვერ მოასწრო. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ ექნებოდა სათქმელი. ალბათ იკითხავდა, რატომაა ალბომში ამდენი სიმღერა სიკვდილზე და არა სიცოცხლეზეო. “რას ვაკეთებთ, სანამ ცოცხლები ვართ?” პრინციპში ალბომიც ამაზეა, ის ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ”, — ამბობს ჯგუფის ვოკალისტი დეივ გეენი.

Depeche Mode ენდრიუ ფლეტჩერმა 1980 წელს ინგლისში დააფუძნა. ჯგუფმა მალევე გაითქვა სახელი მთელ მსოფლიოში და გახდა სინთპოპის ჟანრის ლეგენდა. დეივ გეენის თქმით, ფლეტჩერის არყოფნა მათთვის დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ჯგუფი სცენაზე მის ჩანაცვლებას არ გეგმავს.

ტურნეს განმავლობაში ჯგუფი მრავალ ქალაქში ჩავა, მათ შორის ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში, პარიზში, ბერლინსა და ლონდონში.

უახლესი

სხვა ამბები

Depeche ModeDepeche Mode

Send this to a friend