მთავარიევროპარუსეთიალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაცია საქმიანობას ანახლებს

ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაცია საქმიანობას ანახლებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთი წლის წინ კრემლის მიერ მართულმა პოლიტიკურმა  სასამართლომ  რადიკალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა, პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივ არენაზე.

პატიმრობაში მყოფი რუსი პოლიტიკოსის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის ყოფილი მეთაური ივან ჟდანოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ეგრეთ წოდებული ნაწილობრივი მობილიზაციისა და უკრაინაში მიმდინარე ინტერვენციის დაგმობისკენ მოუწოდებს.

„ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ასეთი რამ ბოლო წლებში არ მომხდარა. მიძინებულმა უმრავლესობამ გაიღვიძა. ეს პუტინის დამსახურებაა. ახლა საჭიროა ქმედება. ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. სწორედ ამიტომაც ნავალნის გუნდი მუშაობას თავიდან იწყებს“, – თქვა ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ივან ჟდანოვმა.

იუთუბზე გავრცელებული ვიდეომიმართვით ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ძალა კვლავ გააქტიურდა. ერთი წლის წინ რუსეთის ფედერაციაში ალექსეი ნავალნის გუნდი რადიკალურ ორგანიზაციად შერაცხეს  და აკრძალეს, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლთა განცხადებით, ისინი მთელი სახელმწიფოს მასშტაბით შექმნიან ძლიერ ქსელს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ იმოქმედებს.

ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაციის გამოცოცხლება რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასა და მოსახლეობის მზარდ პროტესტს უკავშირდება.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში სამშობლოში დაბრუნებისას დააკავეს. მას 11 წლით პატიმრობა მიესაჯა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend