ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.
ე.წ. “ვარდისფერი ოქტომბრის” იდეა 1985 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის კიბოს საზოგადოების ინიციატივით გაჩნდა.
ოქტომბერში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მსოფლიოში არაერთი კამპანია ეწყობა, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და პრობლემასთან ბრძოლას ემსახურება.
როგორია კიბოს სტატისტიკა საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები – “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ეროვ,ნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ისაუბრა.