ზარების რეკვის ფონზე ყურძნის მოსავლის აღება ჩვეულებრივი მოვლენაა საფრანგეთის სამხრეთში, ბარუს სააბატოში. გვალვის მიუხედავად, წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ელიან.
2015 წლის შემდეგ ბერებისთვის მნიშვნელოვანი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია, რამაც საშუალება მისცა მათ, ეთანამშრომლათ ვენტუს რეგიონის ღვინის მწარმოებლებთან.
ბერები ადრე რთველისთვის წინასწარ ემზადებოდნენ. ზუსტად იცოდნენ, რომელ დღეს დაიწყებდნენ, თუმცა უკვე ექვსი თუ შვიდი წელია, უფრო დიდ ყურადღებას ღვინის ხარისხს უთმობენ. შესაბამისად, მაშინ აქვთ რთველი, როცა ამის დრო დგება.
ხარისხიანი ღვინო კი უფრო მაღალ ფასსა და ამ ადგილებში დროებით დასაქმებული პირებისთვის უფრო მაღალ ანაზღაურებას ნიშნავს. სწორედ ეს არის პროექტის „ვია კარიტატისის“ მიზანი. აქ ბერები და მეღვინეები ერთად მუშაობენ.
ერთ-ერთი მეღვინე ფლორიან ბერნარი ამბობს, რომ ამ პროექტის წყალობით შესაძლებელია მათ გორებზე იმ ნაკვეთების განახლება, სადაც არ არის მაღალი მოსავლიანობა, თუმცა შეუძლიათ, გაზარდონ ვაზის უფრო მეტი განსხვავებული ჯიში და მიიღონ მაღალი ხარისხის ღვინო.
პროექტის ფარგლებში სულ უფრო მეტი სამუშაოა დაგეგმილი. აქ წელიწადში 200 000 ბოთლი ღვინო იწარმოება და მისი ფასი 10-დან 40 ევრომდე მერყეობს.
წელს კი მეურნეობას 10 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებული ვენახებიც დაემატა.