მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანმა და კომპანია „ტესლასა“ და „სპეის იქსის“ შემქმნელმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ერთ-ერთი შედეგი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს მოჰყვება ბირთვული ომი იქნება. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მასკი წარადგენს თავის ვერსიას, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტი.
ერთ-ერთი არის, უკრაინის ანექსირებულ ტეირტორიებზე გაეროს დაკვირვებით განმეორებითი არჩევნების ჩატარება.
მასკის კიდევ ერთ შემოთავაზებული წინადადების მიხედვით, ყირიმი ფორმალურად ხდება რუსეთის ნაწილი, როგორვ ეს იყო 1783 წლიდან „ხრუშჩოვის შეცდომამდე“. ასევე გარანტია ეძლევა ყირიმს წყლის მიწოდების შესახებ და უკრაინა რჩება ნეიტრალურ სახელმწიფოდ.
Ukraine-Russia Peace:
– Redo elections of annexed regions under UN supervision. Russia leaves if that is will of the people.
– Crimea formally part of Russia, as it has been since 1783 (until Khrushchev’s mistake).
– Water supply to Crimea assured.
– Ukraine remains neutral.
— Elon Musk (@elonmusk) October 3, 2022
მასკმა კომენტართან ერთად შექმნა გამოკითხვა, რაზეც დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა უპასუხა. უმრავლესობა მასკის მშვიდობის ასეთი ვერსიით უკმაყოფილოა.
მასკის ტვიტს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი, რომელმაც წარადგინა უკრაინის გეგმა მშვიდობისკენ. “უკრაინა ათავისულებს საკუთარ ტერიტორიებს მათ შორის ანექსირებულ ყირიმს; რუსეთი იწყებს დემილიტარიზაციას და დენუკლერიზაციას რათა სხვებს აღარ დაემუქროს; სამხედრო დამნაშავეები წარდგებიან ტრიბუნალის წინაშე”.
საკუთარი გამოკითხვა მასკის პასუხად გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. “რომელიც ილონ მასკი მოგწონთ? ის ვინც უკრაინას უჭერს მხარს, თუ ის ვინც რუსეთს?
Which @elonmusk do you like more?
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 3, 2022