მთავარისაქართველოანდრიი კასიანოვი: ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგშია

ანდრიი კასიანოვი: ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგშია

უკრაინის ახალი ელჩის საქართველოში დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა. ანდრიი კასიანოვის განცხადებით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობებისთვისაა მნიშვნელოვანი.  მისივე განმარტებით, უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში გამართულ არაფორმალური შეხვედრის დროს და სუამის ფორმატში განიხილეს საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი. ანდრიი კასიანოვმა უკრაინის მიერ ნატოში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანასა და საქართველოზეც  ისაუბრა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტარების თეზისს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ამჟამად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობები აქვთ   და ეს არის უკრაინის, როგორც ამ პროცესის მამოძრავებელი ძალის წყალობით, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. თუმცა, უკრაინული მხარე ფიქრობს, რომ თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, თავდაცვის რომელ ალიანსს და როდის უნდა შეუერთდეს. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უკიდურესად სახიფათოა, როდესაც რომელიმე ქვეყანა თავდაცვის ალიანსის მიღმა რჩება და მას არ ჰყავს სანდო მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტიანი თავდაცვითი მხარდაჭერა. ამას ნათლად გვიჩვენებს ფინეთისა და შვედეთის მაგალითი“, – განაცხადა ანდრიი კასიანოვმა, უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში.

ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის 25 900-ზე მეტი  მოქალაქე იმყოფება, მათგან 6 980 არასრულწლოვანია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend