World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა.
კუნძულ მალიორკაზე გამართულ ღონისძიებაზე, ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო – “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ამ თემაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა