მთავარიევროპაუკრაინავითარება დონბასში: ლიმანი სრულადაა გათავისუფლებული და უკრაინელები წინ მიიწევენ

ვითარება დონბასში: ლიმანი სრულადაა გათავისუფლებული და უკრაინელები წინ მიიწევენ

რუსეთის დუმაში დღეს, 3 ოქტომბერს კენჭს უყრიან იმ ოთხი რეგიონის ანექსიას,  რომლებშიც ე.წ. რეფერენდუმები გაიმართა. პრეზიდენტმა პუტინმა ამ რეგიონების ანექსიის შესახებ პარასკევს განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ლიმანი სრულადაა გათავისუფლებული და  უკრაინელები წინ მიიწევენ.  ზელენსკიმ დაგმო მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და დანარჩენი სამი რეგიონის ანექსიის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელით მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან ზოგიერთ ადგილას ფსევდორეფერენდუმი გამართა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ისევ აფრიალდება უკრაინული დროშა, ფურცლებზე გაფორმებული რუსული ფარსი და ანექსია აღარავის ემახსოვრება, გარდა უკრაინელი სამართალდამცველებისა, რადგან ყველა,  ვინც რაიმე სახით მონაწილეობა მიიღო მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაში, პასუხს აგებს.

ამავდროულად,  სტამბოლში უკრაინული საზღვაო ძალების კორვეტის ტიპის პირველი სამხედრო ხომალდი გაუშვეს. საბრძოლო გემის აგება თურქმა გემთმშენებლებმა აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend