მთავარიგადაცემებიCULTტულუზამ ანიმაციური ფილმების ყველაზე დიდ ევროპულ ფორუმს უმასპინძლა

ტულუზამ ანიმაციური ფილმების ყველაზე დიდ ევროპულ ფორუმს უმასპინძლა

ყოველ წელს სექტემბერში ტულუზა საფრანგეთის სამხრეთით ნახატი ფილმების ფორუმს მასპინძლობს. ეს ყველაზე დიდი ღონისძიებაა ანიმაციის სექტორისთვის, განსაკუთრებით სატელევიზიო სერიების თვალსაზრისით. ფორუმზე სამი დღის განმავლობაში პროდიუსერებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი პროექტები წარადგინონ  40 ქვეყნიდან ჩამოსული 1000 მაუწყებლის, ინვესტორისა და სხვა პოტენციური პარტნიორის წინაშე.

ანიმაცია უკვე მომწიფდა, როგორც ბიზნესი…

ანიკ მაესი, მულტფილმის გენერალური დირექტორი:

„ანიმაციის ინდუსტრია აღარ არის უბრალოდ კულტურა, ეს ნამდვილი ინდუსტრიაა და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, უამრავი ადამიანია დასაქმებული ამ სექტორში. ახლა ხალხი ვერ ხვდება ყველა ტიპის ნახატი ფილმის მნიშვნელობას, რომლებსაც ყოველდღე უყურებს. ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანიმაცია აღარ არის მხოლოდ საბავშვო.“

წლევანდელი ფორუმის საპატიო სტუმარი ესპანეთია, სადაც ანიმაცია განვითარების ზენიტშია. აქ წარმოდგენილია მრავალი ევროპული და სამხრეთამერიკული ერთობლივი სტუდია –  მაგალითად „ფირსტას ლას პრიმერასი“, სადაც არაჩვეულებრივი ქალები მუშაობენ. ეს ქალები ინდუსტრიის პიონერები არიან.

მარია პენია, კომპანია  ICEX Spain Trade and Investment-ის ხელმძღვანელი:

„მულტფილების ფორუმზე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორი ერთობლივი საწარმოების თვალსაზრისით. ესპანეთში 30-ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთობლივი წარმოების კუთხით. პროდუქციის დაახლოებით 70 პროცენტი სწორედ ესპანეთში იქმნება. 2022 წელს გამოშვებული ნახატი ფილმებიდან 50 ესპანეთზე მოდის, 70 პროცენტი ესპანეთის ჩართულობით შეიქმნა.“

თითოეულ პროექტს ფილმის შემქმნელი მთელი გუნდი წარადგენს.  ფილმი „ჯადოსნური მისია მექსიკაში“ (Magic Mission in Mexico) საფრანგეთთან,  ბელგიასთან და ლუქსემბურგთან თანამშრომლობით გადაიღეს. მისი საპილოტე ვერსია უკვე 17 ქვეყანაში გაიყიდა.

პროდიუსრების მიზანია, 10 ეპიზოდის სერიები დააფინანასონ.

სამივე დღე სრულად ეთმობა პრეზენტაციებს და საშუალებას აძლევს სექტორის მოთამაშეებს, რომ ერთმანეთს შეხვდნენ.

ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური პროექტი ფორუმზე არის „ჩემი სუპერგმირი ქმრის“ სერიები, რომელსაც ანსის ფესტივალზე დისნეის ჯილდო გადეცა.  ეს ფილმი იუმორისტულად წარმოადგენს სუპერგმირის კოდექსისა და ზოგადად ამ ჟანრის ინტერპრეტაციას.

გლენ ბოდინი,  პროდიუსერი:

„ჩვენ ბერლინში გვაქვს სტუდია, ეს ქალი ავსტრიელია, მე – ამერიკელი, ისინი კი ბერძნები არიან, მაგრამ ეს გლობალური მცდელობაა, რათა ქვიარის Queer თემა ანიმაციაში წარმოვადგინოთ. აქაც კი, როდესაც საკითხი ბიზნესს ეხება, რამდენადაც ვიცი, ჩვენი გუნდი ერთადერთია,  რომელმაც ლგბტქიუ (LGBTQ) თემს მიუძღვნა ანიმაციური პროექტი.“

კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, არის „მეთოვლია“. ეს საფრანგეთში გადაღებული ანიმაციური ფილმი მეტოქეობას უწევს როგორც ამერიკულ, ისე იაპონურ ანიმაციას.

ნახატი ფილმების ფორუმს 1990 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ეს პლატფორმა 922 ფილმს დაეხმარა დაფინანსების მოპოვებაში. ამ დაფინანსების საერთო ბიუჯეტი კი 3 მილიარდ 950 მილიონი ევროა.

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend