მთავარიევროპაუკრაინამიკოლაევში მოსახლეობა რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ ცნობს

მიკოლაევში მოსახლეობა რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ ცნობს

უკრაინის ტერიტორიის ანექსია და ოთხ რეგიონში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების გამართვა რუსეთში საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ამ გადაწყვეტილებას.

Euronews-ი  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იმ უკრაინელებს გაესაუბრა, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ.

მიკოლაევში ვოლოდიმერის სახლთან ახლოს რაკეტა ჩამოვარდა. მან ნამსხვრევებისგან გაათავისუფლა მიმდებარე ტერიტორია. ახლა იგი იმავე კორპუსში ცხოვრობს, რომელშიც ვოლოდიმერს ბინა ჰქონდა.

“რისთვის არის რეფერენდუმები? მათ უკვე დაიწყეს ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონში იმ უკრაინელების მობილიზება, რომლებიც ჩვენგან 100 კმ-ში ცხოვრობენ. ისინი უნდა მოამზადონ, რომ პუტინისთვის იბრძოლონ ჩვენ წინააღმდეგ. ეს როგორ შეიძლება? . ჩვენ ამას ვერც გავიგებთ და ვერც ვაპატიებთ“, – ამბობს ევრონიუსთან მიკოლაივის მკვიდრი ვოლოდიმერი.

მიკოლაევის რეგიონი ესაზღვრება დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიპყრო ეს ტერიტორიები, მიკოლაევში სუფთა წყლის ნაკლებობაა.

უკრაინელმა სამხედროებმა რუსულ ძალებს ქალაქიდან უკან კი დაახევინეს, მაგრამ მიკოლაევში მუდმივად ისმის დაბომბვის ხმა, მათი სამიზნე ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურაა. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და სხვა საზოგადოებრივი შენობები.

მიკოლაევში ხშირად ისმის სიგნალიზაციისა და აფეთქებების ხმა.  ქუჩებში კი ყოველ ნაბიჯზე ნახავთ მუყაოს ქაღალდისგან დაფარულ ფანჯრის მინებს. თითქოს უკაცრიელი ადგილია, რადგან ბევრი რესტორანი, მაღაზია და სხვა მცირე ბიზნესი დაკეტილია. საზოგადოების რისხვა კი აგრესორისა და მისი პოლიტიკური თუ სამხედრო მოქმედებების მიმართ, ძალიან ძლიერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend