უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში მდებარე საკვანძო ქალაქი ლიმანი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯარი უფრო მომგებიან პოზიციებზე გადავიდა. ამ განმარტებით პროპაგანდისტები არ დაკმაყოფილდნენ და დამნაშავეებს რუსეთი სამხედრო რიგებში ეძებენ.
საკუთარ ოფიციალურ ტელეგრამარხზე კრიტიკული პოზიცია ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოთქვა. ის წარუმატებლობაში გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს ადანაშაულებს და მას „უმაქნისს“ უწოდებს, რომელსაც დაუმსახურებელი ჩინები აქვს და რომელსაც კადიროვის თქმით, “ხელს აფარებენ გენშტაბში”.
კადიროვს ეთანხმება ევგენი პრიგოჟინი, რომელიც დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის „ვაგნერის“ შემქმნელია. კადიროვსა და პრიგოჟინს უერთდება თვითგამოცხადებული დნრ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ სტრელკოვი. ამასთან ის აქვეყნებს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის ფოტოს და აღნიშნავს, რომ ყველა რუსული ე.წ. წარმატება ამ ადამიანის დამსახურებაა. გამოჩდნენ ტელეგრამზე ლაპინის და გერასიმოვის დამცველებიც, რომელთა თქმით, პრობლემა უფრო ზემოთა ეშალონში უნდა ეძებონ და ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრალია.
რატომ არის ასეთი სერიოზული პრობლემა ლიმანის დაკარგვა რუსებისთვის, ბრიტანეთის დაზვერვა განმარტავს. ანალიტიკოსების თქმით, ლიმანს ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ოპერატიული დანიშნულება ჰქონდა, რადგან მდებარეობს გზაჯვარედინეზე მდინარე სევერედონეცის გასწვრივ, სადაც რუსეთის ცდილობდა ახალი ფრონტის ხაზის შექმნას. ამასთან ლიმანიდან გაქცევა სერიოზული პოლიტიკური მარცხია, რადგან ორი დღის წინ რუსეთმა ეს რეგიონის შემოიერთა რუსეთის ტერიტორიის ფარგლებში, გუშინ კი უკვე ის უკრაინელებმა გაათავისუფლეს.