მთავარიაზიაინდონეზიაინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ ჭყლეტისას 125 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ ჭყლეტისას 125 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდგომ მომხდარი ჭყლეტისას 125 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 180 ადამიანი.

ინციდენტი უკვე შეფასდა სტადიონზე მომხდარ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ კატასტროფად.

სტადიონზე ტრაგიკული ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მასპინძელმა საფეხბურთო გუნდმა, „არემამ“ მატჩი პრინციპულ მეტოქესთან წააგო, რის შემდეგაც გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ.

პოლიციამ სტადიონზე შეჭრილი მაყურებლების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პანიკის დაწყების შემდეგ, ათასობით ადამიანი გასასვლელებისკენ გაიქცა, სადაც მსხვერპლის მიზეზი ჰაერის უკმარისობა გახდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა ინდონეზიაში, როდესაც ფეხბურთის მატჩზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„არემა“ და „პარსებაია“ დიდი ხნის მეტოქეები არიან.

თუმცა პერსებაია სურაბაიას გულშემატკივრებს მატჩის ბილეთების ყიდვა აეკრძალათ შეტაკებების შიშის გამო.

უშიშროების მინისტრმა მაჰფუდ ემდიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომ კან ჯურუ ჰანის სტადიონზე მატჩისთვის 42 000 ბილეთი გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ტევადობა 38 000-ს არ აღემატება.

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ ​ქვეყანაში ყველა საფეხბურთო მატჩის გადადების და გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend