მთავარიაფრიკაბურკინა-ფასობურკინა-ფასოს სამხედრო გადატრიალების შედეგად ახალი ლიდერი ჰყავს

ბურკინა-ფასოს სამხედრო გადატრიალების შედეგად ახალი ლიდერი ჰყავს

ბურკინა-ფასოში საგანგებო მდგომარეობაა, – აცხადებს  ბურკინა-ფასოს ახალი თვითგამოცხადებული ლიდერი იბრაჰიმ ტრაორე.  სამხედრო გადატრიალების შემდეგ ლეიტანანტ-პოლკოვნიკი პოლ-ანრი სანდაოგო დამიბა თანამდებობიდან გადადგა. იბრაჰიმ ტრაორე მთავრობის წარმომადგენლებს კვირას შეხვდა.

ხუნტისა და ბურკინა-ფასოს თვითგამოცხადებულ ლიდერს იბრაჰიმ ტრაორეს მიაჩნია, რომ აუცილებელია ტემპის შეცვლა. მათ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, რადგან მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა. მისი თქმით, ახლა ყველა უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში, რომ გააუქმონ არასაჭირო ბიუროკრატია.

აჯანყება პარასკევს დაიწყო. უმცროსმა სამხედრო ოფიცრებმა განაცხადეს, რომ დამიბა არ აპირებდა ძალაუფლების დათმობას, თუმცა მაინც აიძულეს, ეს ნაბიჯი გადაედგა. თვითგამოცხადებული ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან, ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარება სხვა პარტნიორებს სთხოვონ, ერთ-ერთი მათგანი კი რუსეთია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend