მთავარიევროპასაფრანგეთიცნობილმა ბრენდმა Koché -მ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარადგინა

ცნობილმა ბრენდმა Koché -მ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარადგინა

პარიზის მოდის კვირეული გრძელდება. მოდის მოყვარულებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, ნიჭიერი დიზაინერების ახალ კოლექციებს ყურადღებით დააკვირდნენ. ბრენდ  დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა კრისტელ კოჩერმა 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის უახლესი კოლექცია წარადგინა.

მან  ახალი კოლექციის შესაქმნელად Google-თან ითანამშრომლა. მას შემდეგ, რაც 2015 წელს კრისტელ კოჩერმა თავისი სახელობის ბრენდი დააარსა, ის მუდმივად თანამშრომლობს სხვებთან. მაგალითად, მისი კოლაბორაცია უკვე შედგა „პარი სენ-ჟერმენის“ საფეხბურთო გუნდთან და ბრენდ Nike-ისთან.

Google-თან თანამშრომლობა დიზაინერისთვის საინტერესო აღმოჩნდა. თვეების განმავლობაში ისინი ერთად მუშაობდნენ.  მათი საერთო ხედვა მოდის ინდუსტრიაზეც  აისახა.

ბრენდ „კოშეს“ ჩვენებაზე ასაფრენი ბილიკის შუაგულში უზარმაზარი ეკრანი იყო, რომელზეც გამოსახული იყო სხვადასხვა პეიზაჟი.

კოშეს“ ახალ კოლექცია, რომელიც ურბანული შთაგონებით იყო შექმნილი, გამოირჩეოდა დახრილი კაბებით, ტყავის ბიუსტ-ჰალტერებით, დიდი ზომის ნაქსოვი ტანსაცმლით, მინი ქვედაკაბებით, პერანგებითა და მხრებზე შემოხვეული ტყავის თასმებით. ჩვენების ბოლო სამოსი კი იყო ნ ტყავის ქურთუკი ნაქარგით, რომელიც პატარა ციფრული ეკრანებით იყო განათებული.

ასე ხედავს კოჩერი მომავალი წლის  სამოსს. ჩვენების შემდეგ მან  განაცხადა: ” ჩემი კოლექციით მინდოდა მეჩვენებინა  როგორც  ინტერაქტიულობა და ურთიერთკავშირი, ისე  სილამაზე და ხელოვნება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend