მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმეწარმე ქალების გამოფენა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, ანა ფაშალიშვილი

მეწარმე ქალების გამოფენა – გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, ანა ფაშალიშვილი

2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ისინი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ, რომლის შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი.

გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

რა მიზანი აქვს გამოფენას და რა იგეგმება მის ფარგლებში – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა, ანა ფაშალიშვილმა ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend