მსურს გადმოგცეთ გზავნილი ვაშინგტონის მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც კატეგორიულად გმობენ ბატონი ლუკაშენკას აფხაზეთში „ვიზიტს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ლუკაშენკას „ვიზიტი“ განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო იმის გამო, რომ ის აფხაზეთში, სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავის მეორე დღეს ჩავიდა.
„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს, რომლის პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა ისაუბრეს ამ მიუღებელი „ვიზიტის“ შესახებ, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავი, როდესაც მე და ბევრმა სხვამ გვირგვინით შევამკეთ აფხაზეთის ომში დაღუპულების მემორიალი. შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად აღდგენისთვის და რეგიონში მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.
ალექსანდრე ლუკაშენკა აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. მანამდე ის სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმყოფებოდა შეხვედრაზე.