მთავარიმსოფლიოNATOიენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღია რჩება - მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს...

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღია რჩება – მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ნატო-ში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

„ყველა დემოკრატიას ევროპაში აქვს უფლება განაცხადი შეიტანოს, ნატო-ს კარი ღია რჩება. მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების სტრუქტურები. ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინისთვის სწრაფი დახმარების მიწოდებაზეა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend