მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის მთავრობას იმედი აქვს, რომ 2024 წლიდან რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება

გერმანიის მთავრობას იმედი აქვს, რომ 2024 წლიდან რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება

ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი აირისთვის ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები ხუთშაბათს განახლდა.

გერმანიის მთავრობას იმედი აქვს, რომ 2024 წლის შუა რიცხვებისთვის რუსულ გაზზე აღარ იქნება დამოკიდებული.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ამ ზამთარში ძალიან, ძალიან მოკლე დროში შემოვიტანთ გაზს გერმანიაში და ევროპაში. საერთო ჯამში, ჩვენ შევძლებთ ამით ჩავანაცვლოთ რუსული გაზის დაახლოებით 20%, პირველი სამშენებლო სამუშაოები აქ 5 მაისს დავიწყეთ. იმედია ამ ზამთარს დავასრულებთ.  ეს არის პროექტი, რომელსაც ძირითადად  5-დან 6 წლამდე სჭირდება. ჩვენ კი რეკორდული სისწრაფით ვმუშაობთ”, – ამბობს ბუნებრივი აირის იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ჰოლგერ კრეცი.

გერმანიის მთავრობამ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ დათანხმდა ქვეყნის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის იმპორტიორის, უნიპერის ნაციონალიზაციას, შესაბამისად იზრდება სახელმწიფოს ჩარევა ინდუსტრიაში.

პროექტის მიზანია, თავიდან აიცილოს ენერგორესურსების დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად.

სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ის ევროპას თავისი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40%-ს აწვდიდა, თუმცა დასავლეთის სანქციებს საპასუხოდ გაზის მიწოდება თანდათან შეამცირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend