მთავარიევროპარუსეთირუსეთის მოქალაქეები თავიანთ ქვეყანას ტოვებენ

რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ქვეყანას ტოვებენ

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა,  რუსეთის მოქალაქეების გრძელი რიგია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ლარსის გამშვებ პუნქტთან შეკრებილმა მომიტინგეებმა შეშფოთება გამოხატეს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით. პროტესტი პოლიტიკური პარტიის „დროას“ ორგანიზებით გაიმართა.

უკრაინელი აქტივისტი მიხაილ ულიანინი ამბობს, რომ  საქართველო, როგორც  უკრაინის ნაწილი, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამიტომ აქ შეკრებილები მათ, როგორც მეგობრებსა თუ ძმებს, ვერ მიიღებენ. მიხაილ ულიანინს მიაჩნია, რომ, თუ რუსებს სურთ საკუთარ ქვეყანაში რამე შეცვალონ, ან რამეს არ ეთანხმებიან და ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგი არიან, ეს  პრობლემები სახლში უნდა მოაგვარონ.

ფინეთშიც ამბობენ, რომ შაბათ-კვირას უფრო მეტი რუსი შემოვიდა ქვეყანაში, ვიდრე წლის სხვა დროს. სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ შაბათს ფინეთში რუსეთის 8600 მოქალაქე შევიდა, 4200-მა კი დატოვა ქვეყანა. კვირას კი 8300 ადამიანი შევიდა და დაახლოებით 5100 გავიდა.

სასაზღვრო სამსახურის ლეიტენანტი იესე პირტინენი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, ვაალიმააში საგრძნობლად მოიმატა შემომსვლელთა რაოდენობამ. მისი თქმით, ამ მომენტისთვის მათი რიცხვი 40 პროცენტითაა გაზრდილი.

რუსეთისა და ყაზახეთის საზღვარზეც ხალხმრავლობაა და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი კვეთს მას, რომ სამხედრო მობილიზაციას აარიდონ თავი. ისინი რეგისტრირდებიან ქალაქ ორალში და იქიდან ცდილობენ  დროებითი საცხოვრებლის მოძიებას.

სამშაბათს ყაზახეთის ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ყაზახეთში 100 000 რუსი გადავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend