მთავარიევროპაიტალიაიტალიაში საავადმყოფოების ელექტროენერგიის გადასახადი გაორმაგდა

იტალიაში საავადმყოფოების ელექტროენერგიის გადასახადი გაორმაგდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში იტალიის ჯანდაცვის სისტემა კოვიდპანდემიის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. ახლა კი სამედიცინო პერსონალი ახალი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ენერგოკრიზისი იტალიის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას დამატებით დარტყმას აყენებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, ელექტროენერგიისა და გაზის ფასი მკვეთრად არა მხოლოდ ოჯახებისთვის გაიზარდა, არამედ საჯარო სექტორისთვისაც, მათ შორის ჯანდაცვის სისტემისთვის.

„ეს საჯარო დაწესებულებაა, ჩვენ ვართ მოქალაქეების სამსახურში. გვიწევს გადასახადების გადახდა. ამავდროულად, ვერ შევამცირებთ ჩვენს მომსახურებას. ჩვენი მოვალეობაა, მაქსიმალურად ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია“, – ამბობს ნეაპოლის ჯანდაცვის სააგენტოს დირექტორი ჩირო ვერდოლივა.

კარდარელი სამხრეთ იტალიაში ყველაზე დიდი საავადმყოფოა, რომელსაც დაახლოებით ორი კვირის წინ მოუვიდა ქვითარი, რომ ელექტროენერგიის მოხმარებისთვის 11 ნახევარი მილიონი ევრო ჰქონდა გადასახდელი, რაც, წინა თვესთან შედარებით, გაორმაგებულია რიცხვია. ეროვნული საავადმყოფოებებისა ჯანდაცვის სააგენტოებისთვის 2022 წელს ენერგიის დამატებითი ხარჯები ჯამში  მილიარდ-ნახევარ ევრომდე გაიზრდება.

„ისინი არ არიან კერძო კომპანიები ან ოჯახები. საავადმყოფოები თავიანთ საჭიროებებს ან საქმიანობას ასე უბრალოდ ვერ შეზღუდავენ. ისინი პაციენტებს უნდა დაეხმარონ და ამისთვის მუდმივად არის საჭირო ელექტროენერგიის მოხმარება. რამდენიმე საავადმყოფომ ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზები იპოვა”,  – ამბობს ჩირო ვერდოლივა.

ნეაპოლის “Ospedale del Mare”-ს საავადმყოფოში 4,500 კვადრატულ მეტრზე მოწყობილია მზის პანელები, რომლებიც საავადმყოფოსთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებენ. საავადმყოფო მიმდინარე კრიზისს უფრო მეტად მომზადებული ხვდება.

ჯანდაცვის დაწესებულებები ელექტროენერგიისა და გაზის განსაზღვრულ რაოდენობას მოიხმარენ. ჩვენ ვსაუბრობთ ელექტროენერგიისა და გაზის დიდი რაოდენობით მოხმარებაზე. ამიტომ, უნდა დავხვეწოთ სისტემა და შევცვალოთ მიდგომა, რომ ენერგიის მოხმარება შევამციროთ.”

ენერგიის ფასის ზრდის შეჩერება საავადმყოფოებს არ შეუძლიათ, თუმცა ჯანდაცვის ეროვნული სისტემა უფრო მეტად მუშაობს, რომ მწვანე ალტერნატივაზე გადავიდეს და ახალი ჩვევები დანერგონ, მაგალითად, როგორიცაა ოთახიდან გასვლისას, შუქის გამორთვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend