მთავარი ამერიკა აშშ ფლორიდას მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „იენი“დაატყდა თავს

ფლორიდას მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი „იენი“დაატყდა თავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატის გარკვეულ ნაწილებში, უკვე გრძნობენ ქარიშხალ „იენის“ შედეგებს. მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი სამხრეთის შტატს გუშინ, 28 სექტემბერს, დაატყდა თავს.

ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ქარიშხლის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს. ისინი მოსახლეობას მისი დამანგრეველი ძალისა და შესაძლო ქარბორბალების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებენ.

ფლორიდის 2.5 მილიონ მცხოვრებს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო, ზოგიერთმა ვერც მოასწრო გასვლა. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება 600 000 საცხოვრებელ სახლსა და ბიზნესს.

ქარიშხალი „იენი“ თავისი სიჩქარით შეერთებული შტატების ისტორიაში ხუთ ყველაზე ძლიერ ქარიშხალს შორის შევიდა. ქარიშხალ „ჩარლის“, რომელიც 2004 წელს ფლორიდის დაახლოებით იმავე ტერიტორიას დაატყდა თავს, ათი მოქალაქე ემსხვერპლა და ქვეყანას 14 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.

ფლორიდამდე ქარიშხალმა „იენმა“გადაუარა კუბას. ქარიშხალმა მეწყრული პროცესები, წყალმოვარდნები და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend