მთავარიმსოფლიოპარიზის მოდის კვირეული: Anrealage-ის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

პარიზის მოდის კვირეული: Anrealage-ის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

“ღმერთი დეტალებშია” – ასე გამოხატავს ახალგაზრდა დიზაინერი კუნიჰიკო მორინაგა თავისი ბრენდის Anrealage-ის ფილოსოფიას. პანდემიის გამო ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ იგი პარიზში 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციით დაბრუნდა. ამასთან კოლექცია დიზაინერის კონცეპტუალური ბრენდის შექმნიდან 20 წლისთავს აღნიშნავს.

ახალგაზრდა ავანგარდული მხატვრის კოლექციები პოდიუმებზე 2006 წლიდან გამოჩნდა. აბსტრაქტული და გეომეტრიული ანაბეჭდები, მონოქრომული და  სიმეტრიული – ასეთია ანრილიჯ ბრენდის სტილის საფუძველი. კუნიჰიკო დამოუკიდებლად ქმნის ქსოვილის დიზაინს, შთაგონების წყარო კი თანამედროვე კულტურა და ინტერნეტია.

კონცეპტუალური ასპექტის გარდა, ამ კოლექციის შექმნისას გამოყებულია ტექნიკური ხელობა და 200-ზე მეტი სახის ქსოვილი.

თუ ამ ღონისძიებას უყურეთ სტრიმინგის საშუალებით, შეიძლება აპატიოთ, რომ მის კოლექციაში  იგრძნობა ცნობილი ბრენდის ‘’გუჩის“ კონცეფცია. თუმცა, როგორც კუნიჰიკო მორინაგამ აღნიშნა, ეს არ არის გუჩის გამეორება.

მისი პირველი 15 სამოსი იგივე იყო, რაც ბოლო 15, მხოლოდ ერთი განსხვავებით – იაპონელმა დიზაინერმა გადაწყვიტა,  ტანსაცმლის შიდა და გარე სახე ეჩვენებინა და მას ,,ორმაგი რეალობა“ უწოდა.

ახლა პარიზი მოდის მოყვარულებისთვის ყველაზე სასურველი ქალაქია. პარიზის მოდის კვირეული 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend