რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ტვიტერის ანგარიშზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„მკაცრად ვგმობ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა”, – წერს ტვიტერზე სალომე ზურაბიშვილი.
I strongly condemn Aleksandr Lukashenko’s visit to occupied Abkhazia. This is an unacceptable violation of Georgia’s Law on Occupied Territories and of the principles of our bilateral relations and international law.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 28, 2022