საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
🇬🇪 condemns the illegal referenda staged by 🇷🇺 in the occupied territories of 🇺🇦. These attempts for annexation of Ukraine’s territories are unacceptable. Georgia firmly supports Ukraine’s sovereignty and territorial integrity.@MFA_Ukraine
— MFA of Georgia (@MFAgovge) September 28, 2022