მთავარიმსოფლიოსაერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს გმობს

საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს გმობს

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს რუსეთის განცხადება, რომ თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთთან შეერთებას. გაერო მიიღებს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც,  ჩატარებული რეფერენდუმი უარყოფითად შეფასდება.

გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა. იგი მოსკოვის მიერ კონტროლირებლად ოთხ რეგიონში ე.წ. ფსევდორეფერენდუმის ჩატარების,  ე.წ. ყირიმის სცენარის განხორციელებისა და უკრაინული ტერიტორიების  ანექსიის მორიგი მცდელობის შემდეგ აღარ აპირებს რუსეთთან მოლაპარაკებას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმი დაგმეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ დასავლეთი არასდროს აღიარებს მის შედეგებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.  მისთვისაც მიუღებელია რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ყალბი რეფერენდუმები, ბირთვული რიტორიკა და  სამხედრო მობილიზაცია კონფლიქტის სერიოზული ესკალაციაა.

ოკიპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რეფერენდუმმა რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით წარმატებით ჩაიარა და თითქმის სრული მხარდაჭერა ჰქონდა. კენჭისყრის პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. შეიარაღებული ძალები კარდაკარ დადიოდნენ და ხმებს აგროვებდნენ. ბიულეტენზე მითითებული იყო, სურთ თუ არა მოქალაქეებს, რომ აღნიშნული ტერიტორიები რუსეთის ნაწილი გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend