მთავარიამერიკააშშმესამე კატეგორიის ქარიშხალი „იენი“ ფლორიდის შტატისკენ მიემართება

მესამე კატეგორიის ქარიშხალი „იენი“ ფლორიდის შტატისკენ მიემართება

ქარიშხალი „იენი“ სულ უფრო ძლიერდება და ფლორიდის შტატისკენ მიემართება. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ევაკუაციისთვის მცირე დრო აქვთ. მესამე კატეგორიის ქარიშხალი, რომლის სიჩქარე 200 კილომეტრ საათამდე აღწევს, ნახევარკუნძულს საფრთხეს უქმნის მოსალოდნელი წყალდიდობებითა და ძლიერი ქარით.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმართვას მოქალაქეებს, დაემორჩილონ ევაკუაციის წესებს და მზად იყვნენ შტორმისთვის. მისი თქმით, ევაკუაცია უკვე გამოცხადებულია და სამივე ქალაქში თანმიმდევრულად მიმდინარეობს.

ქარიშხალ „იენის“ გამო ელექტროენერგია გაითიშა მთელ კუბაზე. ადგილობრივ ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ჰავანასა და დასავლეთ კუბაზე ჯერ ისევ ძლიერი ქარია.

როგორც ჩანს, ქარიშხალი უფრო გაძლიერდება. ძლიერი ქარი შეინიშნება ცენტრიდან 60 კილომეტრის მოშორებითაც. ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი „იენი“ფლორიდის შტატის უფრო დიდ ნაწილსაც მოიცავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend