მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა დაიწყეს მასობრივად ჩამოსვლა. ახლა კი, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, საქართველოს საზღვრებს რუსეთის მოქალაქეების უფრო დიდი ნაკადი მოაწყდა. რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში, ყიდულობენ უძრავ ქონებას, ან ქირაობენ ბინებს. ეს კი, ცხადია, უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს კახა სამყურაშვილი, “გალთ & თაგართის” უფროსი ასოცირებული მკვლევარი