კომპანია მეტამ აღმოაჩინა და გააუქმა რუსული და ჩინური ყალბი ანგარიშების დიდი ქსელი, ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ფეისბუკის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს იყო ყველაზე რთული და მსხვილი რუსული პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც შეიქმნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ქსელში ჩართულიიყო 60-მდე ვებგვერდი და 1600 ყალბი ანგარიში, რომლებიც მიზანმიმართულად ახორციელებდნენ საინფორმაციო სააგენტოების იმიტაციას, მათ შორის ბრიტანულ გამოცემა „გარდიანის“ და გერმანულ “დერ შპიგელის”.
რეალური ახალი ამბების ნაცვლად, ამ ყალბი მედიების ანგარიშები და მათივე ყალბი საიტები შეიცავდა ბმულებს რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციას უკრაინასთან დაკავშირებით.