მთავარიაზიაირანითეირანის ქუჩებსა და ირანის დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება

თეირანის ქუჩებსა და ირანის დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება

ირანში არ ნელდება საპროტესტო ტალღა, რომელიც პოლიციის მიერ დაპატიმრებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. თეირანსა და ირანის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, ირანელებმა გამოსვლები მოაწყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. პარიზში პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

თეირანის ქუჩებსა და ირანის დიდ ქალაქებში გრძელდება პროტესტი, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაკავებულია 1200-ზე მეტი მომიტინგე.

პროტესტი გამართეს ირანელმა სტუდენტებმაც შეძახილებით: „ქალები, სიცოცხლე და თავისუფლება!“ მთავრობა კი ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს უსაფრთხოების წესებს.

პოლიციის ძალადობა და ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა გააპროტესტეს ირანელებმა სტამბოლშიც, ირანის საკონსულოსთან.

ერთ-ერთი ირანელი ქალი სედეფი აცხადებს, რომ მთავრობა მათ სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. იგი მეგობარ ქვეყანას, თურქეთს, დახმარებას სთხოვს. ირანში ინტერნეტიც გათიშეს. ამის პარალელურად ტვიტერზე უკვე 100 მილიონი გაზიარება აქვს ფოტოებსა და სტატუსებს, რომლებიც მაჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება.

ასობით მომიტინგე პოლიციას დაუპირისპირდა პარიზში, სადაც დემონსტრანტები ირანის საელჩოსკენ გაემართნენ. პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პროტესტი ასევე გაიმართა ირანის საელჩოსთან ლონდონშიც, სადაც აქციის მონაწილეები ირანის საელჩოში შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა მათ ხელი პოლიციამ შეუშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend