მთავარიევროპარუსეთირუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი. შეიარაღებულმა მამაკაცმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მძიმე სანახავი იყო, თუ როგორ გარბოდნენ შეშინებული ბავშვები შენობიდან. შეშფოთებული მშობლები კი გარეთ იყვნენ შეკრებილი.

მე-8 კლასის მოსწავლე კატია სტეპანოვა სკოლის მერხის ქვეშ მიიმალა, როცა სროლის ხმა გაიგო. თავდამსხმელს არ უცდია მათ საკლასო ოთახში შეჭრა. კატია გამოიყვანეს, თუმცა, როგორც დედამისი ამბობს, პოლიციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა შემთხვევის ადგილზე მისასვლელად.

„სკოლის მერხის ქვეშ ვიმალებოდით და ჩუმად ვისხედით, ყველას ფეხები უკანკალებდა” – ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე კატია სტეპანოვა.

სროლა მოხდა მოსკოვის აღმოსავლეთით 960 კილომეტრში, ქალაქ იჟევსკის №88 სკოლაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ თავდა-მსხმელი 34 წლის არტიომ კაზანცევი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მას ეცვა შავი მაისური, რომელზეც “ნაცისტური სიმბოლოები” იყო გამოსახული. მისი დანაშაულის ჩადენის მოტივების შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ კაზანცევმა გამოიყენა ორი არალეტალური იარაღი, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend