მთავარიამერიკაკოლუმბიაათასობით კოლუმბიელი ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებს

ათასობით კოლუმბიელი ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებს

ათასობით კოლუმბიელი ბოგოტის, მედელინის, ბუკარამანგისა და კარტახენის ქუჩებში გამოვიდა. აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ისინი პრეზიდენტი გუსტავო პეტროს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პირველ ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ.

„ჩვენი აქცია მშვიდობიანია. ვამტკიცებთ, რომ ძალადობის მომხრე არ ვართ, თუმცა ამავდროულად მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. ჩვენ კოლუმბიისთვის გამოვედით; ეს არ ეხება სოციალურ კლასებს, ეს არ არის მხოლოდ მდიდრების ან მხოლოდ ღარიბების მსვლელობა. არა, ჩვენ ვართ კოლუმბიელები, რომლებიც მთავრობის ახალ პოლიტიკას ვაპროტესტებთ,” – ამბობს აქციაზე გამოსული ხულიან გალვისი.

პეტროს მთავრობამ კონგრესის წინაშე წარადგინა რეფორმები, მათ შორის იყო საგადასახადო რეფორმა, რომელიც მდიდარი მოსახლეობისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. ამ ნაბიჯით პეტროს მთავრობა აპირებს დააფინანსოს სოციალური გეგმები და სიღარიბე შეამციროს.

“კოლუმბია, რა გჭირს? გაიღვიძე. გვაქვს თვალსაჩინო მაგალითები ვენესუელაში, კუბასა და რამდენიმე კომუნისტურ და მემარცხენე ქვეყანაში, რომელთა მთავრობამაც ერს უბედურება და სიღარიბე მოუტანა” – ამბობს ხუან პაბლო, რომელიც ახალ სოციალისტურ რეფორმებს აპროტესტებს. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალფონსო პრადამ დადებითად შეაფასა დღევანდელი საპროტესტო აქციები და განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია განსხვავებულ მოსაზრებაც.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend