მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი რუს ჯარისკაცებს გაქცევას ან ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჯარისკაცებს გაქცევას ან ტყვედ ჩაბარებას სთავაზობს

მობილიზაციის პარალელურად გრძელდება ყალბი რეფერენდუმები დონეცკში, ლუჰანკსში, ხერსონსა და ზაპორიჟიაში. ამ რეგიონებში მოქალაქეებს ეკითხებიან, სურთ თუ არა შეუერთდნენ რუსეთს. რა თქმა უნდა, კრემლში რეფერენდუმის შედეგი წინასწარ აქვთ განსაზღვრული და მალე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ანექსიასაც დაიწყებენ. პარალელურად კი უკრაინული კონტრშეტევა გრძელდება. როგორც გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინელ სამხედროებს წარმატება ბევრი მიმართულებით აქვთ.

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ქაოტურად, პროტესტებისა და რუსეთის მოქალაქეების ქვეყნიდან მასობრივად გადინების ფონზე დაიწყო. რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში, დაღესტანში, მომიტინგეები პოლიციასაც კი დაუპირისპირდნენ.

ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გრძელი რიგია წარმოქმნილი რუსეთისა და მონღოლეთის საზღვარზეც. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მიმართვას რუს ჯარისკაცებს, არ დაემორჩილონ ამ კრიმინალურ მობილიზაციას და მოუწოდებს მათ, გაიქცნენ ან პირველსავე შესაძლებლობაზე ჩაბარდნენ ტყვედ უკრაინულ ძალებს. უკრაინის პრეზიდენტი ყველას სთხოვს, გაავრცელონ ეს ინფორმაცია. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის რაც უფრო მეტი მოქალაქე იფიქრებს საკუთარი თავის გადარჩენაზე, მალე დასრულდება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დაწყებული ეს დანაშაულებრივი ომიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend