მთავარიევროპაიტალიაიტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია იმარჯვებს.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია იმარჯვებს.

იტალიის საზოგადოებრივი ტელევიზიით ინფორმაციით, დათვლილია ხმების 46 პროცენტი. ხმების 25.6 მეათედი პროცენტი ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმებმა“ მიიღო. ჯორჯია მელონის პარტიას შესაძლებლობა აქვს, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. იტალიის ისტორიაში ის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება. მელონის განცხადებით, მემარჯვენეები იტალიელების გასაერთიანებლად იმუშავებენ.

“თუ ამ ერის სამართავად ჩვენ აგვირჩევთ, ჩვენ ამას ყველა იტალიელისთვის გავაკეთებთ. ჩვენი მიზანი იქნება, რომ ხალხი გავაერთიანოთ და ის გავაძლიეროთ, რაც ჩვენ გვაკავშირებს და არა ის, რაც გვყოფს,” – განაცხადა პარტიის ლიდერმა ჯიორჯია მელონიმ.

წინასწარი მონაცემებით, ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე პარტიებით დაკომპლექტებული კოალიცია ჯამში ხმების 43%-ს დააგროვებს, ხოლო მემარცხენე ცენტრის კოალიცია 26%-ს.

მეორე ადგილზე 19%-ით მემარცხენე-ცენტრისტული “დემოკრატიული პარტიაა“. მას 16 პროცენტით მოსდევს „5 ვარსკვლავის მოძრაობა“. შემდგომმა ორმა პარტიამ – “ ლეგამ“ და „ფორცა იტალიამ“ – 8.6 და 7.8 პროცენტი აიღო.

„დემოკრატიულმა პარტიამ“ იტალიის საყოველთაო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციის გამარჯვება უკვე აღიარა. „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა დებორა სერაკიანმა განაცხადა, რომ დამარცხების აღიარება მათი, როგორც პირველი ოპოზიციური პარტიის პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ მეორე პოლიტიკური ძალა ვართ და ამიტომ მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა როგორც ქვეყნის, ისე ევროპის წინაშე,“ – განაცხადა დებორა სერაკიანმა.

ჯორჯია მელონის გამარჯვება სოციალური ქსელით უკვე მიულოცა ევროპის კიდევ ერთმა ულტრამემარჯვენე ლიდერმა, უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიას მემარჯვენე მთავრობა პირველად ეყოლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend