მთავარიევროპაუკრაინახარკივის აკვარიუმის ბინადრების ბედი

ხარკივის აკვარიუმის ბინადრების ბედი

უკრაინის ქალაქ ხარკივის აკვარიუმში დელფინები ეჩვევიან ომის ხმებს რუსეთის შემოსევიდან შვიდი თვის შემდეგ.

ბოლო თვეებია, ქალაქის მოსახლეობას დელფინები აღარც ახსოვს და დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი თუ მოვა სამი დელფინისა და ორი თეთრი ვეშაპის მოსანახულებლად.

ხუთი ძუძუმწოვრის ევაკუაცია ახლა თითქმის შეუძლებელია.

ბელუგა ძალიან დიდია და ყველაზე ახალგაზრდა დელფინი მხოლოდ 6 თვისაა, რომელიც სულ მცირე ყოველ 15 წუთში ერთხელ უნდა იკვებებოდეს.

ომის დაწყებისას სხვა ძუძუმწოვრების უმეტესობა გადაიყვანეს რუმინეთში.

ისევე როგორც ადამიანებმა, ხარკივში დარჩენილმა ცხოველებმაც განიცადეს ომის შედეგები.

„რაკეტებისა და ბომბების ხმების გამო ისინი მუდამ სტრესში იყვნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ხმებს შეეჩვივნენ. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხმებზე ისინი თითქოს საერთოდ აღარ რეაგირებენ. მგონია, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერთან ადაპტაცია. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დელფინები ჩვენზე უფრო ძლიერად გრძნობენ ხმებს და თუ დავინახავთ, რომ დელფინები ღრმად ყვინთავენ, ვიცით, რომ აფეთქება იქნება.“ – ვიქტორია ლიტნევსკა, მწვრთნელი.

აკვარიუმი კვლავ ღიაა საზოგადოებისთვის, მაგრამ შოუები, შემოსავლის მთავარი წყარო, გაუქმებულია.

“სილამაზით თუ არ დატკბები, ვერ გადარჩები. ხალხი დაიღალა ომით, რომელიც უკვე 7 თვეა გრძელდება. ასე რომ, ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია სასიამოვნო დრო გაატარე.“ – თქვა ეკატერინა ტკაჩენკომ.

ხარკივში აკვარიუმის 130 თანამშრომლიდან მხოლოდ 15 დარჩა.

აქ დარჩენილები კი ამბობენ, რომ უკრაინის გამარჯვების იმედი აქვთ, რათა ისინი და ცხოველები, რომლებზეც ზრუნავენ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend