ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებმა აშშ-ში NASA-სა და სტენფორდის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამა გაიარეს.
ერთი კვირის განმავლობაში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში, ახალგაზრდა გამომგონებლები დეტალურად გაეცნენ ნასას საქმიანობას, შეხვდნენ ნასას კოსმონავტებსა და მეცნიერებს და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა პროტოტიპების შექმნაში.
ამ ვიზიტის შთაბეჭდილებები “ევრონიუს ჯორჯიას” გაუზიარეს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, მარიამ მიქაძემ