დღეიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მიერ ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით გაიმართება რეფერენდუმი. რეფერენდუმის შედეგები, ფაქტობრივად, წინასწარ არის ცნობილი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეფერენდუმის მიზანია, რუსეთმა ამ ტერიტორიებზე უკრაინის თავდასხმები რუსეთის მიწაზე შეტევად შეაფასოს და შესაბამისი პასუხიც გასცეს.
რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმის გასამართად ემზადება. ლუჰანსკში უკვე ბეჭდავენ ბიულეტენებს და ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კენჭისყრის პროცესი, რომლის შედეგიც უკვე წინასწარ ცნობილია. რუსეთს სურს ამ ტერიტორიების ანექსია და თავის საწადელსაც აისრულებს. მოსკოვი სხვა ვერსიას არ დაუშვებს.
რეფერენდუმი, რომელიც რუსეთთან შეერთებას ითვალისწინებს, ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 – 27 სექტემბერს გაიმართება. რეფერენდუმს არ ცნობს არც ერთი სახელმწიფო, რუსეთისა და მისი მოკავშირეების გარდა.
ექსპერტების აზრით, ამ რეფერენდუმის მიზანია, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიებზე უკრაინის თავდასხმები რუსეთის მიწაზე შეტევად შეაფასოს და შესაბამისი პასუხიც გასცეს.