ასობით მამაკაცი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უკვე დაემშვიდობა ოჯახის წევრებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში იწვევენ მსროლელებს, ტანკისტებს, არტილერისტებს, მძღოლებსა და მძღოლ-მექანიკოსებს. განკარგულების შესაბამისად, შესაბამისად, გაწვევას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები.
რეზერვში გამოძახებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი საბრძოლო გამოცდილებაა. თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, გაწვევა ბევრად უფრო მასშტაბური იქნება და სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ. რუსეთში დაბნეულობა იგრძნობა. ომის მე-7 თვეს, სამხედრო მობილიზაციის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. რეზერვში გაიწვიეს ისინიც, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ და ამავე დროს სტუდენტები არიან.
რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან გასაქცევად ემზადება.