მთავარიკუბინაწილობრივი მობილიზაცია - ვინ მიდის უკრაინის წინააღმდეგ ომში

ნაწილობრივი მობილიზაცია – ვინ მიდის უკრაინის წინააღმდეგ ომში

სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამარხებზე ვრცელდება სხვადასხვა კადრი, თუ როგორ გადასცემენ მოქალაქეებს სამხედრო გაწვევის შესახებ ცნობას. ზოგიერთი მათგანი აპროტესტებს ამას. მაგალითად დაღესტანში მამაკაცებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამხედრო კომისარიატის ხელმძღვანელ ქალს, რომელიც ეუბნებოდა მათ, რომ თვითონაც წავიდოდა ომში თუ საჭირო გახდებოდა, რაზეც მამაკაცები მოუწოდებენ რომ წავიდეს თუ ძალიან სურს, მაგრამ ეს ომი არ არის, ეს არის პოლიტიკა.

კადრებში ჩანს ასევე ავტობუსები, რითაც მიჰყავთ მამაკაცები კომისარიატში. ვრცელდება ასევე ვიდეოებიც, სადაც წასვლის წინ შეკრებილები სვამენ და ქვეყნის სადღეგრძელოს ამბობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ დღეს კომისარიატებში საკუთარი ნებით ათი ათასი მოქალაქე გამოცხადდა.

ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ განკარგულებაში არსებულ ფარულ პუნქტს ყურადღება მიაქციეს გამოცემა „ნოვაია გაზეტაში”. პუნქტის სახელწოდება არის „სამსახურეობრივი გამოყენებისთვის“, თუმცა როგორც „ნოვაია გაზეტა“ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ამ პუნქტის მიხედვით შესაძლებელი ხდება, რომ ჯარში მილიონამდე ადამიანი წაიყვანონ. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი ამტკიცებდა, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში, არმიაში 300 000 ათასს ადამიანს გამოიძახებენ.

მობილიზაციის შესახებ შეფასებას აქვეყნებს ამერიკის კვლევის ინსტიტუტი. მათი შეფასებით, რუსეთში არმიაში მიჰყავთ მამაკაცები იმის გარჩევის გარეშე აკმაყოფილებენ თუ არა ისინი მობილიზაციის შესახებ კრიტერიუმებს. ინსტიტუტის ცნობით, გაწვევის შესახებ ცნობები მიიღეს მობილიზაციის საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც და ასეთი ადამიანები ბრძოლისუნარიანობა ანალიტიკოსების თქმით, იქნება კატასტროფიულად დაბალი.  არის დიდი შანსი იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მამაკაცებს უფრო მეტად გამოიძახებენ არმიაში და ასევე ემიგრატებს ცენტრალური აზიიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend