მთავარიკუბიტყვეების მასშტაბური გაცვლა - „აზოვის" პოლკის მეთაურები თავისუფლები არიან

ტყვეების მასშტაბური გაცვლა – „აზოვის” პოლკის მეთაურები თავისუფლები არიან

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულია 215 უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის „აზოვსტალის“ 108 მცველი და „აზოვის” პოლკის მეთაურები. ამავდროულად რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას. დიდი რიგებია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ტყვეების გაცვლაში შუამავლობას რამდენიმე სახელმწიფო ასრულებდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 200 უკრაინელი სამხედრო ტყვე პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის სანაცვლოდ დაბრუნდნენ. ასევე კონკრეტულად იყო საუბარი „აზოვის” პოლკის მეთაურებზე, რომლებიც „აზოვსტალის” ქარხანას იცავდნენ.

პოლკის მეთაურები თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი შუამავლობით გაათავისუფლეს და შეთანხმების მიხედვით „აზოვის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან.

რაც შეეხება სიტუაციას რუსეთში, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის მოქალაქეებმა მასობრივად დაიწყეს ბილეთების დაჯავშნა. რიგებია რუსეთის სახმელეთო საზღვრებზე, მათ შორის საქართველოსთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend