მთავარიამერიკააშშსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებით მოსახლეობის დაახლოებით 95% სარგებლობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მაღალი დონის შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი თანათავმჯდომარის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსებით მოსახლეობის დაახლოებით 95% სარგებლობს. ღონისძიების მიზანი მსოფლიო მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს. თუმცა გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს სხვა „ვერტიკალური პროგრამებიც“, რომლებიც მოიცავს შეუზღუდავ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზის, HIV და C ჰეპატიტის მომსახურებებზე.
ჯანდაცვის ჩვენი ახალი სტრატეგია 2022 წლის მაისში დამტკიცდა და ადგენს ამბიციურ, თუმცა რეალისტურ მიზნებს როგორც ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმები, რათა შეიქმნას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი. მიმდინარე ცვლილებები ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი მექანიზმების დანერგვას, არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს სამართავად აუცილებელი მედიკამენტების ფასების რეგულირებას.

საქართველოს მთავრობა აპირებს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend