მთავარისაქართველოქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

უკვე ოთხი წელია სექტემბერში თბილის ქუჩები  დიდ საგამოფენო სივრცეს ემსგავსება, ქალაქის საცხოვრებელ კორპუსებზე  უზარმაზარი ნახატები ჩნდება, რომელსაც თბილისი მურალ ფესტივალში მონაწილე ქუჩის მხატვრები ქმნიან.

თბილისის ჩვეული, პოსტსაბჭოთა არქიტექტურა ამ მხატვრების წყალობით ახალ იერსახეს იძენს.

ბახტრიონის ქუჩაზე ახლა ავსტრალიელი მხატვარი Fintan Magee მუშაობს, ამბობს რომ ნახატის სახელი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე  ხატავს, ჯერ არ შეურჩევია.

„ჩემი შთაგონების წყარო ხშირად ხალხია, აქ როცა ჩამოვედი რამდენიმე დღე აქაურობაზე მეტის გაგებას ვცდილობდი, ვიღებდი ფოტოებს, რამდენიმე სხვადსხვა კომპოზიცია ავარჩიე, სადაც ქართველი ქალია გამოსახული ბავშვთან ერთად. ნახატზე გადატანისას კი გადავწყვიტე გამოსახულება ისე დამეხატა თითქოს ის შუშის მიღმა ჩანს, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ კონკრეტული ადამიანის ამოცნობა ვერ ხერხდებოდეს, თუმცა ნამუშევარი ამბავს უნდა ყვებოდეს“- ამბობს მხატვარი ფინტან მაგე

ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართველ და უცხოელ არტისტებს აერთიანებს, 2022 წლის ნამუშევრებს შორის კი უკრაინელი მხატვრის საშა კობანი ნახატიც მოხვდა, რომელიც სასა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ჭავჭავაძის გამზირზე დახატა. მხატვარმა  საკუთარ სოციალურ ქსელში ნახატი ასე აღწერა.

“ის პირდაპირ,  შეშინებული , თუმცა რთულად შესამჩნევი ღიმილით უყურებს ყველა დაბრკოლებას  ეს სიმბოლოა ჩვენი ძალის, შინაგანი ენერგიის თავისუფლების და ნების. მიუხედავად საშინელი და სასტიკი ომისა, ჩვენ, როგორც ერი, ამას გავუძლებთ გავძლიერდებით და  ვიცხოვრებთ!- წერს უკრაინელი მხატვარი საშა კორბანი.

“ჩვენ უკრაინელი არტისტი მოვიწვიეთ, თუმცა უკრაინაში ამჟამად მოქმედებს კანონმდებლობა, რომ 20 წელს ზემოთ მამაკაცებს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ ამიტომ ჩვენ 3 თვე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და გვინდოდა უკრაინელ არტისტს დაეხატა ნახატი, ქუჩის ხელოვნების ბუნებრივი თვისებაა სწორედ ესაა რომ აირეკლოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ნახატებში“- ამბობს თბილისი მურალ ფესტივალის ორგანიზატორი და დამფუძნებელი ბესო მაზიაშვილი.

წელს თბილისის ქუჩებში გასული წლის მსგავასად კიდევ 8 ნამუშევარი გამოჩნდება, მათ შორის ექვსი  უცხოელი მხატვრის, 2  კი ქართველი ქუჩის მხატვრის შემოქმედება იქნება.

სწორედ ერთ-ერთი ასეთ ნახატს შეხვდებით ჭონქაძის ქუჩაზე, ნახატი  პოემა :ვეფხისტყაოსნის შთაგონებით წლების წინ მხატვარმა დავით მაჭავარიანმა შექმნა, კედელზე კი ის მხატვარმა ირაკლი ქაბეიშვილმა გადაიტანა.

მხატავრი დათო მაჭავარიანი ნახატზე ჰყვება:

“ლეკვი ლომისა სწორია- აი ამ ფრაზის ილუსტრაციაა ამ კედელზე, წინა ხედზე ვხედავთ ლომებს, შემდეგ არის თინათინის პორტრეტი, უკან კი როსტევანი უკანა ფონზე კი არის ქალაქი რომელიც ჰგავს მთაწმინდას“

„თავიდან როცა ნახატი კეთდება იხატება ფონი ეს უბრალოდ თეთრი ფონი იო ამიტომ თავიდან კორპუსის მაცხოვრებელი რომ ხედავდა გვეკითხებოდნენ რას აკეთებთ აქ, მაგრამ მერე როცა უკვე დაიხატა და გამოჩნდა ფიგურა მერე უკვე ყველა დაინტერესდა“- ამბობს მხატვარი ირაკლი ქაბეიშვილი

თბილისი მურალ ფესტივალი 4 ოქტომბერს დასრულდება, მანამდე კი ქალაქის ჩვეულ არქიტექტურას ქართველი და უცხოელი მხატვრები თანამედროვე ხელოვნების ახალ კვალს ამ ნამუშევრების სახით დაუტოვებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend