მთავარისაქართველოირანელების ხმა თბილისიდან

ირანელების ხმა თბილისიდან

დღეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ირანის მოქალაქეებმა განაცხადეს, გაჩერებას არ აპირებენ და გეგმავენ, რომ ყველას მოუყვნენ ის, თუ რა ხდება ირანში და ის, რომ ჰიჯაბის ტარება არჩევანია და არა ვალდებულება

დღეს თბილისში ირანის მოქალაქეებმა საპროტესპო აქცია გამართეს და ცდილობდნენ, ხმა მიეწვდინათ ყველასთვის, ვისთანაც ქალების ხმა ირანიდან – ჯერ კიდევ არ მისულა. საპროტესტო აქციაზე ირანელი ქალები და კაცები ტიროდნენ. უსიტყვოდაც ნათელი იყო, ის თუ როგორ განიცდიან სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. მოვლენებს – ანუ იმას, რომ ირანში ქალებს კლავენ. მიზეზი ბევრია… ამჯერად ჰიჯაბის არასწორად ტარება.

„ძალიან ბევრი გოგო თუ ბიჭი იღუპება ირანში ჰიჯაბის გამო. გთხოვთ დაგვეხმარეთ. დაეხმარეთ ირანს.” – ამბობს მასიჰა მაჰმან, აქციის მონაწილე

„წითელი ფერი იმას ნიშნავს, რომ ირანში ადამიანები საკუთარ სისხლში იხრჩობიან. მთავრობამ ინტერნეტი გათიშა, იმისთვის რომ ისე დახოცონ მოქალაქეები რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ამის შესახებ არაფერი ითქვას. იმ ვიდეოკადრებში რომელიც გავრცელდა ნათლად ჩანს რომ ირანში ადამიანებს ქუჩაში ესვრიან. ჩემს სამშობლოში აქციები 22 წლის გოგონას სიკვდილს მოჰყვა, რომელიც პოლიციამ იმის გამო მოკლა რომ ჰიჯაბი არასწორად ეკეთა. მე ახლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს მაგრამ ამასთან ერთად ვარ ბედნიერიც, რადგან ვიცი რომ დიქტატურა მალე დამთავრდება.“ – განაცხადა სოჰრაბ ეფთეჰარმა, აქციის მონაწილემ

„წინა კვირას ირანში მთავრობამ ახალგაზრდა ქალი მოკლა იმის გამო რომ თმა უჩანდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ჰიჯაბის გამო და სხვა ბევრი მიზეზით ირანში.  ჩვენ გვჭირდება თავისუფლება. ადამიანებს ირანში იმის გამო კლავენ რომ თავისუფლებისთვის იბრძვიან.“ – ამბობს თარგოლ გოზიზატე, აქციის მონაწილე

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ვინც ირანში მთავრობის წინააღმდეგ იბრძვის. მთავრობა კლავს მოქალაქეებს იმისთვის რომ დაამტკიცონ რომ არ მოუკლავთ 22 წლის გოგონა. ჩვენ ვცდილობთ მივაწვდინოთ ხმა ყველას, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში რომ ირანის მთავრობა სასტიკია. რეჟიმი უნდა შეიცვალოს.“ – თქვა იმან ასჰარმა, აქციის მონაწილემ

ყველას, ვისაც დღეს, 22 სექტემბერს თბილისში გამართულ აქციაზე გამოვიდა, ირანში ოჯახი ჰყავს. ოჯახის წევრებს უკვე რამდენიმე დღეა ვეღარ უკავშირდებიან, რადგან ირანში მთავრობამ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა იმიტომ შეზღუდა, რომ  ქვეეყანაში საპროტესტო აქციები ჩაეხშო. საპროტესტო აქციაზე გამოსულმა ადამიანებმა არ იციან ცოცხლები არიან თუ არა მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები თუ უბრალოდ თანამოქალაქეები.

როგორც დღეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, გაჩერებას არ აპირებენ და გეგმავენ, რომ ყველას მოუყვნენ ის, თუ რა ხდება ირანში და ის, რომ ჰიჯაბის ტარება არჩევანია და არა ვალდებულება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend