გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა პოლონეთის, ლუქსემბურგისა და სლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. შეხვედრებზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობას.