მთავარიგადაცემებიMobility Weekარის თუ არა სკუტერი ეკომეგობრული?

არის თუ არა სკუტერი ეკომეგობრული?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრონულმა სკუტერებმა უბრალოდ დაიპყრეს პარიზი, ისევე, როგორც  სხვა ქალაქები მთელ ევროპაში. სკუტერების მომხმარებლები ამბობენ, რომ სკუტერი გადაადგილების იაფი, სწრაფი, სასიამოვნო და პრაქტიკული  საშუალებაა, თან ელექტრონულიც. მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა სკუტერი ნამდვილად ეკომეგობრული?

პარიზელები, რომლებიც „ევრონიუსმა“ ქუჩაში გამოკითხა, არ არიან ამაში დარწმუნებული.

„ჩემი აზრით, ის კარგია, რადგან მხოლოდ ელექტროდენს იყენებს,“ – ტქვა ერთმა გოგონამ. ‘მაგრამ გამოყოფს თუ არა ის ცე-ო-ორს, ეს უკვე არ ვიცი,“ – დაამატა მისმა მეგობარმა.

‘არ ვიცი, არის თუ არა დიდი განსხვავება სკუტერსა და მეტროს შორის!“ -ამბობს მესამე.

სკუტერი მეტროზე ექვსჯერ მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფს

დიახ, არის: პარიზში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მეორე თაობის ელექტროსკუტერი ერთ კილომეტრზე  ექვსჯერ მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე მეტრო. თუმცა ავტომობილთან შედარებით ის სამჯერ ნაკლებად აბინძურებს ჰაერს…  და სკუტერის საშუალებით გავლილი მარშრუტის მხოლოდ 13 პროცენტის გავლა შეიძლება ავტომობილით, ტაქსით ან ავტობუსით. კვლევის ავტორი ენ დე ბორტოლი  გარკვეულ უარყოფით დასკვნებამდე მივიდა ელექტრონული სკუტერის გარემოზე გავლენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ გამოჩენას პარიზში კარგი შედეგიც მოჰყვა.

ენ დე ბორტოლი, მონრეალის უნივერსიტეტის ნახშირბადნეიტრალობის სპეციალისტი:

„ამჟამად ოპერატორების დიდმა ნაწილმა შეძლო თავისი სკუტერების პარკის უარყოფითი გავლენის შემცირება. შედეგად სათბურის აირების გამონაბოლქვის უმეტესობა ძირითადად სკუტერის წარმოებაზე მოდის. სკუტერს პატარა ბატარეა უყენია, რომელიც არცთუ უმნიშვნელო რაოდენობით გამოყოფს ნახშირბადს. თუმცა ამ მხრივ საყურადღებოა მისი ალუმინის ჩონჩხი. ალუმინს  ძალიან, ძალიან დიდი  ნახშირბადის გამონაბოლქვი ახასიათებს.“

მდინარის დაბინძურება

ამას გარდა, პარიზს სკუტერის ნარჩენებიც  აბინძურებს. ამ ქალაქის „გედების კუნძული“ „სკუტერების კუნძულად“ გადაიქცა, – ამბობენ რაფაელი და მისი მამა, რომლებიც მაგნიტით წყლიდან ლითონის ნივთებს იღებენ  და შემდეგ ვიდეოებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

რაფ სუ სენი,  იუთუბერი:

„ბოლო სამ წელიწადში ჩვენ სულ მცირე 170 ცალი სკუტერი ამოვიღეთ წყლიდან. არ ვიცი, რა უნდა მოუხერხონ სკუტერებს, მაგრამ ვერ ვხვდები, წყალში რატომ უნდა ჩაყარონ.“

ოპერატორები ირწმუნებიან, რომ სკუტერის წყალში ჩაგდებამდე ბატარეის იზოლირება ხდება, რათა წყალი  ნაკლებად დაბინძურდეს. მაგრამ მეცნირები ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში დაბინძურების პრევენცია შეუძლებელია.

ჟერომ გაიარდე,   პარიზის გეოფიზიკის ინსტიტუტის ექსპერტი:

„ჩვენ არ გვაქვს საკმარისი კვლევები ჩატარებული იმის თაობაზე, თუ როგორ იხრწნება ბუნებაში გადაგდებული ბატარეა. დიდი ალბათობით, ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ნიკელი, ტყვია და ვერცხლისწყალი, რომლებიც, მართალია, არ გვხდება დიდი რაოდენობით, მაგრამ ბატარეების შემადგენლობაში  მაინც შედის, ყველაზე სახიფათოა გარემოსთვის. თუმცა ჩვენ სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ ე.წ. ნანონაწილაკებს, რომლებსაც გადააქვთ ლითონები ნებისმიერ ცოცხალ ორგანმიზმში და, ფაქტობრივად, კვების სრულ ჯაჭვს აბინძურებენ.“

ერთი რამ ცხადია: სკუტერების ბიზნესის საქმე ევროპაში ძალიან კარგად მიდის. არსებობს პროგნოზი, რომ მისი შემოსავალი 2026 წლამდე წლიურად 15 პროცენტით გაიზრდება. მაგრამ რამდენად შეამცირებს ეს ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვს? ეს საკითხი ძირითადად ამ სფეროში ჩართულ კომპანიებზე იქნება დამოკიდებული.

ავტორი: სირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend