მთავარიევროპარუსეთისამხედრო მობილიზაცია

სამხედრო მობილიზაცია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მეშვიდე თვეს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ერთადერთი სწორი ნაბიჯია“სამშობლოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ჩვენი ერისა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მე მხარს ვუჭერ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინადადებას ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.“ – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კრემლი ყველა ხერხს გამოიყენებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში რეფერენდუმის ჩასატარებლად და ამ ტერიტორიების დასაცავად,“დონბასის სახალხო რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოებმა, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების ადმინისტრაციებმა რეფერენდუმის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ კი ამ თვალსაზრისით დახმარება გვთხოვეს. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, რათა მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.“ – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვისას ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა,“ნებისმიერს, ვინც თავს ნებას აძლევს ბირთვული იარაღით დაგვემუქროს, მსურს, შევახსენო, რომ ჩვენც გვაქვს მასობრივი განადგურების იარაღი და რიგ შემთხვევებში ჩვენი შეიარაღება დასავლურზე თანამედროვეა. როდესაც ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას საფრთხე ემუქრება, როდესაც საქმე ჩვენი ერის უსაფრთხოებას ეხება, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ და ეს ბლეფი არ არის.“ – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. მისი თქმით, უკრაინაში თითქმის 6 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული, ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგად კი 300 ათას მოქალაქეს გააგზავნიან ფრონტის ხაზზე. უკრაინული წყაროებით, რუსული მხარის დანაკარგი 50 ათასს აჭარბებს“ნაწილობრივი მობილიზაცია არ ეხება იმ ადამიანებს, რომელთაც სამხედრო საქმესთან შეხება არ ჰქონიათ. ეს ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახური აქვთ გავლილი, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო ტექნოლოგიური ცოდნა და საბრძოლო გამოცდილება აქვთ. ჩვენ არ ვაპირებთ სასწავლებლებიდან სტუდენტების ფრონტის ხაზზე გაგზავნას. 300 ათასი რეზერვისტი იქნება მობილიზებული, ეს არ მოხდება ერთბაშად. აუცილებელია, ჩვენს დანაკარგზეც მოგახსენოთ. ამ ეტაპზე 5, 937 ჯარისკაცი დავკარგეთ.“- სერგეი შოიგუ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება მისი კიდევ ერთი დანაშაულია,“სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის მოულოდნელია, გუშინ რადიოს მეშვეობით მოვისმინე გარკვეული ცნობები ახალი კანონმდებლობის შემუშავების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს გაწვევისგან გაათავისუფლებს, დღეს დილას კი მობილიზაცია გამოცხადდა.“ – ალექსეი ნავალნი, რუსი პოლიტიკოსი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს რომ ფრონტის ხაზებზე ინიციატივა მისი ჯარების ხელშია, დაგეგმილ რეფერენდუმებს კი უკრაინის პრეზიდენტი უაზრო ხმაურს უწოდებს,“რუსეთიდან დღეს საინტერესო ცნობებია და ასევე ბევრი კითხვაც ჩნდება. სინამდვილეში კი რა მოხდა? რა გავიგეთ ახალი? რა ვნახეთ ან გავიგეთ ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს ან არ გაგვიგია? ჩვენი პოზიცია ცნობილია.“ – ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში კი ომი გრძელდება, სამხრეთის ფრონტის ხაზზე უკრაინული არმია განაგრძობს რუსული სამხედრო მომარაგების ხაზების დაბომბვას, რუსული არმია კი დონბასის რეგიონში ქალაქ ბახმუტს უტევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend