მთავარიმსოფლიოამერიკაქარიშხალი "ფიონა"

ქარიშხალი “ფიონა”

პუერტო-რიკოს მოსახლეობამ უკვე დაიწყო გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები. ქარიშხალი „ფიონა“ უკვე ჩადგა და ადიდებულმა წყალმაც დაიწყო კლება.

კუნძულის მოსახლეობის ორ მესამედს, 760 000-ზე მეტ მომხმარებელს, წყალმომარაგება შეუწყდა. პუერტო-რიკოს ბევრ რეგიონს ელექტროენერგიაც არ მიეწოდებოდა.

როგორც პუერტო-რიკოს წყლის სააგენტომ განაცხადა, წყლის ფილტრაციის 112 ქარხანაში ფილტრების გასაწმენდად ისინი წყლის დაცლას ელოდებიან. ამ ქარხნების უმეტესობას წყალი მდინარეებიდან მიეწოდება.

ხალხი მთის წყაროებიდან აგროვებს სასმელ წყალს.ამერიკა

კვირას ქარიშხალმა „ფიონამ“, რომელიც პუერტო-რიკოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს დაატყდა თავს,  გაანადგურა ელექტროგადამცემი ქსელი, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

სამშაბათს დილით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქსელი აღადგინეს და კუნძულის 1,47 მილიონი მომხმარებლიდან თითქმის 300,000-ს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend