მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს სესიაზე მთავარი თემები მშვიდობა, უსაფრთხოება, კლიმატის კრიზისი და უკრაინაში მიმდინარე ომია

გაეროს სესიაზე მთავარი თემები მშვიდობა, უსაფრთხოება, კლიმატის კრიზისი და უკრაინაში მიმდინარე ომია

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა.

მან ყურადღება გაამახვილა რთულ ზამთრზე, რომელიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრით, ინფლაციითა და უთანასწორობით არის განპირობებული.

,,ჩვენ გვჭირდება აქტიური მოქმედება მთელ მსოფლიოში. მოდით, ნუ შევიქმნით ილუზიებს. ჩვენ ახლა მღელვარე ზღვაში ვართ. ჰორიზონტზე გამოჩნდა რთული ზამთარი. ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯი საგრძნობლად იზრდება. ნდობაც შერყეულია. ვხედავთ  უთანასწორობას. ჩვენი პლანეტა იწვის. დაუცველი ადამიანები ყველაზე მეტად იტანჯებიან“ განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

გაეროში ღონისძიების მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მათ მშვიდობასა და ომს შორის არჩევანი უნდა გააკეთონ.

“ჩვენი ორგანიზაცია ახლა არჩევანის წინაშეა. დღეს ჩვენ მარტივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – ომი თუ მშვიდობა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტად ემუქრება მშვიდობას საფრთხე ევროპაში, ის მიგვიყვანს უფრო ფართო, მუდმივ კონფლიქტამდეც, რომლის დროსაც სუვერენიტეტი და უსაფრთხოება დამოკიდებულია მხოლოდ ძალთა ბალანსზე, ალიანსების სიმყარესა ან სამხედრო გადაწყვეტილებებზე. თავად ძლიერები ცდილობენ, დაიმორჩილონ ისინი, ვისაც სუსტად თვლიან” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

„იმპერიალიზმის დაბრუნება მხოლოდ ევროპისთვის არ არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა ჩვენი გლობალური მშვიდობისთვის, რომელიც იმპერიალიზმისა და ნეო-კოლონიალიზმის ანტითეზაა. რუსეთის ქმედებების გაკრიტიკება საკმარისი არ არის. თუ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაშინ გულგრილი ვერ ვიქნებით, როგორ დამთავრდება ის. პუტინი ომსა და იმპერიალისტურ ამბიციებს მხოლოდ მაშინ დათმობს, თუ მიხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. ამით ის არა მხოლოდ ანადგურებს უკრაინას, არამედ ანგრევს საკუთარ ქვეყანას. ამიტომაც არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახებ მშვიდობას“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოკაფ შოლცმა.

21 სექტემებერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend