მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლისიჩანსკთან ახლოს კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლისიჩანსკთან ახლოს კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

ბოლო ინფორმაციით, რუსეთი სრულად ვეღარ აკონტროლებს ლუჰანსკის რეგიონს. უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად ოკუპანტებისგან გათავისუფლდა კიდევ ერთი სოფელი, რომელიც ქალაქ ლისიჩანსკთან ახლოს მდებარეობს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ხარკივის რეგიონში ვითარება თანდათან სტაბილური ხდება, ხოლო ოკუპანტებს გამოსავალს სთავაზობს: დანებებას ან გაქცევას.

გრძელდება უკრაინელთა კონტრშეტევა, რომლის ფარგლებში უკრაინულმა არმიამ გაათავისუფლა ერთ-ერთი სოფელი ქალაქ ლისიჩანსკთან. პატარა, თუმცა სიმბოლური გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი სრულად ვეღარ აკონტროლებს ლუჰანსკსის რეგიონს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევას გააგრძელებენ. მან რუს სამხედროებს გამოსავალი შესთავაზა: ან დანებდნენ ან გაიქცნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ ხარკივის რეგიონში მდგომარეობის გამოსასწორებლად. მისი თქმით, ისინი მყარად რჩებიან პოზიციებზე, იმდენად მყარად, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან. რუს სამხედროებს წინასწარ აფრთხილებენ, მათ უნდა აირჩიონ: ან უნდა გაიქცნენ უკრაინის მიწებიდან ან მათ დააპატიმრებენ. ზელენსკის თქმით, კოლაბორაციონისტებსაც იგივე არჩევანი აქვთ. ან ეს ადამიანები გასამართლდებიან უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით ან უნდა გაიქცნენ, თუმცა ზელენსკი დასძენს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მისცემს მათ პასპორტებს რუსეთი და მიიღებს თუ არა მათ საკუთარ ტერიტორიაზე,

სამოქალაქო პალატის წარმომადგენლები ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მეთაურებს მიმართავენ, რომ გაიმართოს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით.

ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამოქალაქო პალატის ხელმძღვანელი ლინა ვოკალოვა ამბობს, რომ დონბასის მცხოვრებლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს 2014 წლის რეფერენდუმზე. მათ მთელი ამ წლების განმავლობაში იმედი ჰქონდათ, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი რეფერენდუმი, რომლითაც საბოლოოდ აიხდენდნენ ოცნებას და რუსეთში დაბრუნდებოდნენ.

კიევი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მიკოლაივის რეგიონში პივდენოუკრაინსკის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რომელიც ფრონტის ხაზიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის სახელმწიფო ატომურ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ჯერ ისევ მუშაობს სამი რეაქტორი. მათი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩაიმსხვრა მინები და მცირე ხნით ელექტროენერგიის მიწოდებაც შეფერხდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend