მთავარიამერიკამექსიკამექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 7.6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 7.6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქალაქებში სირენების ხმა გაისმოდა. ორშაბათს რეგიონში 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

“ეს იყო ძლიერი მიწისძვრა. ბიძგები გაძლიერდა და ყველაფერი ირყეოდა,” – ამბობს ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი ლინო პერეზი.

კოლიმის შტატის გუბერნატორთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა საპორტო ქალაქ მანსანილიოში, როდესაც სავაჭრო ცენტრის შენობის კედელი ჩამოინგრა.

ქვეყნის მასშტაბით, მიწისძვრის გამაფრთხილებელი სირენების ჩართვიდან ძალიან მალევე სანაპირო რეგიონში მიწისძვრა მოხდა. ზუსტად 19 სექტემბერს, ასეთი დიდი სიმძლავრის მიწისძვრები 1985 და 2017 წლებშიც მოხდა.

“ჩვენ დაღუპულებს პატივს მივაგებდით, რადგან ეს იყო 19 სექტემბრის კიდევ ერთი მიწისძვრის წლისთავი – და სწორედ ამ მომენტში მიწისძვრა მოხდა,” – ამბობს სამოქალაქო დაცვის ოფიცერი.

1985 წელს, 8-ბალიან მიწისძვრას სანაპიროსთან ახლოს 9 500 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2017 წელს კი 7.1 ბალიან მიწისძვრას 360-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend